Syphon (Vacuum Pot)

სიფონი არის ყავის მომზადების ყველაზე უჩვეულო და სანახაობრივი მეთოდი. მისი გემოც ძალიან საინტერესო და დელიკატურია.

სიფონით მომსადებულ ყავას აქვს მსუფუქი, ჩაისებრი ტექსტურა და ყველაზე გამორჩეული ხილისებრი სუფთა ტონები.

მომზადების წესი:

ნაბიჯი 1

ფილტრს 5 წუთით თბილ წყალში ვასველებთ და შემდეგ ვათავსებთ ზედა კოლბაში.

ნაბიჯი 2

ქვედა კოლბას ვავსებთ 450 გრ. ცხელი წყლით.

ნაბიჯი 3

სიფონის ზედა ნაწილს ვათავსებთ ქვედა კოლბაზე. მას შემდეგ რაც დავრწმუნდებით, რომ მოწყობილობის ორივე კომპონენტი (ზედა და ქვედა ნაწილი) მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ვათავსებთ სითბოს წყაროზე.

ნაბიჯი 4

რამდენიმე წუთში წყალი დაიწყებს  ზედა კოლბაში ადინებას. როდესაც წყალი სრულად აღმოჩნდება ზედა კოლბაში ჩავყაროთ 30 გრ. ახლად დაფქული ყავა და მოვურიოთ. 1 წუთი ვტოვებთ სითბოს წყაროზე.

ნაბიჯი 5

1 წუთის გასვლის შემდეგ სიფონს ვაცილებთ სითბოს წყაროს და ველოდებით ყავის ქვედა კოლბაში ჩამოდინებას.

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშ - კვირ   09:00 – 23:00

  • https://www.facebook.com/coffeelabge
  • https://www.instagram.com/coffee_lab