V60

"მესამე თაობის" ფილტრის ყავის მომზადების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია მსოფლიოში

 

V60 საშუალო ინტენსივობისაა, ახასიათებს მსუბუქი სხეული, სუფთა და დაბალანსებული გემო, რომელიც კარგად ასახავს მარცვლის, როგორც ხილის ბუნებრივ თვისებებს. ძალიან რბილია დასალევად.

მომზადების წესი:

ნაბიჯი 1

V60 მოწყობილობას ვდგამთ სასწორზე, ვათავსებთ მასში ფილტრს და ვასველებთ ცხელი წყლით, რათა ქაღალდის გემო გაუვიდეს ფილტრს და ჭურჭელი გაცხელდეს. 

ნაბიჯი 2

დასველებულ ფილტრში ვათავსებთ 15 გრამ დაფქვილ ყავას.

ნაბიჯი 3

ვრთავთ ტაიმერს და ვიწყებთ წყლის ნელი წრიული მოძრაობით დასხმას. პირველ ეტაპზე ვასველებთ მარცვლებს და ველოდებით 30 წამის განმავლობაში. შემდეგ ისევ ვაგრძელებთ თანაბარი ნაკადით წყლის დასხმას სანამ არ მივიღებთ 240 მლ ყავას. ჯამში მთლიანი პროცესი უნდა გაგრძელდეს წყლის დასხმიდან 2,3 წთ.

ნაბიჯი 4

აუცილებელია ცოტა გააგრილოთ და ისე დააგემოვნოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად იგრძნობთ დაბალანსებულ გემოს და აღმოაჩენთ ყავის სხვადასხვა არომატებს.

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშ - კვირ   09:00 – 23:00

  • https://www.facebook.com/coffeelabge
  • https://www.instagram.com/coffee_lab