AeroPress

V60-გან განსხვავებით AeroPress-ში ყავა მზადდება წნევის ქვეშ, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ჩვენთვის სასურველი (მაღალი ან დაბალი) ინტენსივობა

აეროპრესი საშუალოზე მაღალი ინტენსივობისაა, ახასიათებს მკვეთრი გემო, საშუალო სხეული და მღვრიე შეფერილობა, თუმცა ჯამში საკმაორ რბილია დასალევად

მომზადების წესი:

ნაბიჯი 1

მომზადების წინ ვფქვავთ 15-18 გრამ ყავას შესაბამის ზომაზე და ვათავსებთ აეროპრესში.

ნაბიჯი 2

ფილტრს ვათავსებთ აეროპრესის თავსახურში და ვასველებთ ცხელი წყლით.

ნაბიჯი 3

ვრთავთ ტაიმერს და ვიწყებთ წყლის დასხმას. წყალს ვასხავთ პრესის გავსებამდე, 30 წამის განმავლობაში.

ნაბიჯი 4

როგორცკი დავამთავრებთ წყლის დასხმას, 8-ჯერ ვურევთ ძალიან ნაზად.

ნაბიჯი 5

წყლის დასხმის დაწყებიდან 1 წუთის გასვლის შემდეგ თავზე კარგად ვარგებთ სახურავს და ხელის თნაბარი მოძრაობით ვიწყებთ დაპრესვას. ცოტა ძალა აუცილებლად უნდა ჭირდებოდეს, ადვილად არ უნდა გამოდიოდეს ყავა. დაახლოებით 30 წამის განმავლობაში უნდა ჩამოვპრესოთ სრულად.

  • Facebook - White Circle
  • Instagram - White Circle

ნაბიჯი 6

პრესის გასასუფთავებლად სულ რამდენიმე წამიც კი საკმარისია. ვხსნით თავსახურს და შიგნით დარჩენილ ყავას ფილტრთან ერთად ვათავსებთ სანაგვეში.

ნაბიჯი 7

გაციებამდე არ მიიყვანოთ, მაგრამ ცოტა გაგრილება ამ მეთოდით მომზადებულ ყავას ძალიან უხდება.

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშ - კვირ   09:00 – 23:00

  • https://www.facebook.com/coffeelabge
  • https://www.instagram.com/coffee_lab