გიყვართ ყავა? ჩვენ ძალიან ...
და გვინდა გაგიზიაროთ ეს სიყვარული და ენთუზიაზმი
შეგიმჩნევიათ, რომ იმ ყავას, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევთ, ყველას საერთო, დამახასიათებლად  მწარე გემო აქვს? სამწუხაროდ, დღესდღეისობით სწორედ ეს ინტენსიური სიმწარე აღიქმება ყავის “ნამდვილ” არომატად, თუმცა შეცდომით, რადგან მსგავსი გემო მხოლოდ ზედმეტად მოხალულ, გადამწვარ ყავის მარცვალს აქვს. სინამდვილეში, ყავას შესაძლოა ჰქონდეს უამრავი განსხვავებული ხილის  გემო ყოველგვარი არომატიზატორის გარეშე.

ყავა ხილია! ის იზრდება ხეზე, ფერით წააგავს ბალს, ფორმით კი - ყურძნის მარცვალს. მისი ტექსტურა რბილია, გემო - სასიამოვნო და ნეიტრალურად ტკბილი. თითოეულ მათგანში ყავის ორი მარცვალია, რომელთაც, როგორც აქამდე ვახსენეთ, შეიძლება ჰქონდეთ მრავალფეროვანი არომატები: კენკრის, ალუბლის, ატმის, ციტრუსის ან ნებისმიერი სხვა ხილის.

სწორედ ამ არაჩვეულებრივი არომატის მისაღწევად ჩვენ ვეძებთ, ჩამოგვაქვს და ადგილზე ვხალავთ ყველაზე საინტერესო თვისებების მქონე Specialty ყავის მწვანე მარცვალს. ამგვარად ჩვენი შემოქმედების მიზანია ვეძიოთ იდეალური, შევცვალოთ გავრცელებული შეხედულება ყავის გემოზე და გაზიაროთ ეს ხელოვნება თქვენც: ჩვენს ერთგულ სტუმრებს, პარტნიორ რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებსა თუ ოფისებს.

გარდა ყავისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ საქართველოში  ყავის ტექნიკის ინდუსტრიის 20-ზე მეტ წამყვან მსოფლიო ბრენდს და წარმატებულად ვადგავართ გზას ვიყოთ ყავის ყველაზე კომპეტენტური, ინოვაციური, პროგრესული და დინამიური კომპანია.

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშ - კვირ   09:00 – 23:00

  • https://www.facebook.com/coffeelabge
  • https://www.instagram.com/coffee_lab